საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების მიზნით ინვესტიცია განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 12:29 | 13.09.2022 ნანახია: 372საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია „ლურჯი მოცვის“ მიერ 15.4 ჰა-ზე პლანტაცია გაშენდება. მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით კომპანიის მიერ 205 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 1.5 მლნ ლარს შეადგენს. გამოყოფილი ინვესტიცია ლურჯი მოცვის თანამედროვე ინტენსიური საადრეო ჯიშების შესყიდვას, პლანტაციის გაშენებას, სამაცივრე მეურნეობის და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.
"კომპანიის მიერ პლანტაციის გაშენების მიზნით ფართობის დამუშავება თებერვალში დავიწყეთ. ჩატარდა სერიოზული სამუშაოები ნაკვეთის გაწმენდასთან დაკავშირებით. ნაკვეთზე მიმდინარეობს 300 ტონაზე გათვლილი წყალსაცავის მოწყობა. საბოლოო ჯამში, სექტემბრის ბოლოს, ნერგების დასარგავად მთლიანი ფართობი 15.4 ჰა იქნება მზად. პლანტაციების გაშენების შემდეგ კომპანიაში დაახლოებით 200 ტონა მოცვის მოსავალს ველოდებით. აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სტანდარტების დანერგვაზე როგორებიცაა: HACCP (ჰასპი), GLOBAL GAP (გლობალ გაპი), GRASP (სოციალურ პრაქტიკაში გლობალური რისკების შეფასება), ISO 9001. მოცვის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება ევროკავშირი, ასევე, ექსპორტზე გავა მეზობელ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“, - აღნიშნავს ნანა ბიწაძე, კომპანია „ლურჯი მოცვის“ დირექტორი.
"ვცდილობთ შევქმნათ ლურჯი მოცვის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები, რომელიც აღჭურვილი იქნება სავენტილაციო დანადგარებით, სადაც არსებული ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობა. მოცვის შოკური გაყინვა და შემდგომ მისი შენახვის ტექნოლოგია განსაკუთრებით რთულია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების კონტრაქტორ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას. აქ მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად, შენახვის ვადასაც. პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 150-200 თანამშრომელი", - დასძენს ნანა ბიწაძე.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთ, ეკონომიკურად გამართულ პროექტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლურჯი მოცვი“ ახორციელებს და რაც გურიაში 15.4 ჰა მოცვის პლანტაციის გაშენებას გულისხმობს. ბოლო დროის მონაცემების ანალიზით ამ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს და ის კიდევ მეტად უნდა განვითარდეს. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. სასიამოვნოა, რომ კომპანია არ ჩერდება და სამომავლოდ უკვე დაგეგმილია საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა