საფრანგეთის ხელისუფლებამ ბაშარ ასადის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 09:50 | 30.09.2015
ნანახია: 1884

საფრანგეთის ხელისუფლებამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან 2011-2013 წლებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Agence France-Presse-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წინასწარი გამოძიება 15 სექტემბერს სამხედრო პოლიციის ყოფილი ფოტოგრაფის, რომელმაც სირია 2013 წლის ივლისში დატოვა, ჩვენებების საფუძველზე დაიწყო. ფოტოგრაფი ფლობს 55 ათას ფოტოსურათს, რომლებზეც აღბეჭდილია ნაწამებ მსხვერპლთა ცხედრები.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანუსა ოლანდმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს სირიის კონფლიქტის გადაჭრის საკითხში ბასარ ასადის მონაწილეობის გარეშე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე