Ural Airlines-ი ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 29.02.2016
ნანახია: 1355

16 მაისიდან, Ural Airlines-ი სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რეისი სანქტ-პეტერბურგი - ბათუმი -სანქტ-პეტერბურგი კვირაში ორჯერ ორშაბათსა და პარასკევს, პულკოვოს აეროპორტიდან შესრულდება.

კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე, რომელსაც რუსეთში არსებული რეგიტინგული მედია საშუალებების, ტურ სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება აპრილიდან დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე