საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციისთვის 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 10:07 | 07.09.2022 ნანახია: 517საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. შედეგად, ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, დაბა ლაითურში 16.4 ჰა ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდება. კომპანია „ჯეობლუბერის“ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს. კომპანიის მიერ შესყიდულია მიწის ნაკვეთი, რომელშიც 217 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის საბოლოო განხორციელების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.5 მლნ ლარია. ინვესტიცია ნაკვეთის აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ნაკვეთის დამუშავებას, და თანამედროვე ჯიშების ნერგების შესყიდვას მოხმარდება.
„ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს 2 ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც უწყვეტად მოამარაგებს ლურჯი მოცვის პლანტაციას სარწყავი წყლით. ოქტომბრის დასაწყისში მთლიანი ფართობი 16.4 ჰა უნდა იყოს მზად ნერგების დასარგავად, ველოდებით ნერგების მიღებას მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებისგან, როგორიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას. პლანტაციების გაშენების შემდეგ ლურჯი მოცვის სრულ მსხმოიარობაში შესვლისას დაახლოებით 210-220 ტონა მოცვის მოსავალს ველით. ჩვენ ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ვახორციელებს GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაგვიხსნის პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა თემურ ბიწაძემ, კომპანია „ჯეობლუბერის“ დირექტორმა.
„ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებების გაძლიერებას. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორ კომპანია „ჯეობლუბერისთან“ ერთად, გურიაში, 16,4 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდება. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა