მოსკოვში ქალმა ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოაჭრა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 29.02.2016
ნანახია: 1895

მოსკოვის მეტროსადგურში ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. მანამდე სამართალდამცველებმა 3-4 წლის ბავშვის თავმოკვეთილი სხეული მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

პოლიციელთა განცხადებით, მეტროსადგურში ”ოქტიაბრსკოე პოლე” , მკვლელობაში დაკავებული ეჭვმიტანილი ბავშვის ძიძაა.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, ქალს, რომელსაც ხიჯაბი ეცვა, ხელში ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა, ”ალაჰ აკბარს” ყვიროდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

ხანძარი მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩნდა. მაშველებმა ოთხი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. წინასწარი მონაცემებით ძიძამ, რომელიც შუა აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, ბავშვი მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე