საქართველოს ბანკში სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 14:50 | 06.09.2022 ნანახია: 570საქართველოს ბანკში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა. ამჯერად, მასში მონაწილეობა იმ სტუდენტებმა მიიღეს, რომლებიც პარალელურად უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში, სრულ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პროგრამების მრავალფეროვნებაა.
ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება წელს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს, ესენია: მონაცემთა ანალიტიკა, გლობალური ბიზნეს საბანკო მიმართულება, კორპორატიული საბანკო საქმიანობა და Galt & Taggart-ის სექტორული კვლევები.
პროგრამა პირველად 2021 წელს განხორციელდა, რომლისთვისაც შეირჩა ოთხი ქართველი სტუდენტი აშშ-ს, საფრანგეთის, უნგრეთისა და კატარის უნივერსიტეტებიდან. 2022 წელს პროგრამის გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში ცხრა ქართველმა სტუდენტმა შეძლო სტაჟირების გავლა - გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ნიდერლანდების სამეფოს უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტებმა ქართულ ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამოცდილება და ცოდნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების უშუალო მენტორობით მიიღეს.
"პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ყოველწლიური სახე მივცეთ. იმედი გვაქვს, ეს სტაჟირება უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ბევრ ქართველ სტუდენტს დაანახებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალს. 2023 წლის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება გაზაფხულზე დაიწყება. ამ და სხვა პროექტებით საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში, მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა