კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 14:02 | 29.02.2016
ნანახია: 1371

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, სადაც განიხილება “შაჰ-დენიზის” პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობ,. ასევე, TANAP-ისა და TAP-ის პროექტები.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.

მინისტერიალი გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი. ქართულ დელეგაციასთან ერთად მინისტერიალს ესწრება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, BP-ისა „სოკარის“ წარმომადგელნებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე