საქართველოს ბანკი ბინზესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს
საქართველო, თბილისი - 11:50 | 30.08.2022 ნანახია: 69130 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბინზესების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი Cashback-ის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ მიკრო, მცირე და საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი თანხის მაქსიმუმ 15% .
პროექტის მიზანია, ქართული ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვა.
პროგრამაში ჩართვა და შესაბამისად, Cash back-ით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:
-
ძირითადი საშუალებების შეძენა;
-
საწარმოს მშენებლობა/გადაიარაღება,
-
ენერგო კრედიტისთვის და ა.შ.
აღსაღნიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება „მწვანე ბიზნესს“. მათ, რომლებიც დაფინანსებას მიმართავენ პროდუქტის წარმოებისას ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯვისკენ ან უკვე არსებული ენერგიით შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ძველი დანადგარის ახლით ჩანაცვლებით ბიზნესი შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ექსპერტთა მხარდაჭერა, რაც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეულ სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს. აღსაღნიშნავია, რომ Cashback-ის მიღების პარალელურად, შესაძლებელია ბიზნესმა ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებით.
„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ბიზნესების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ახალ ეტაპს ვახორციელებთ რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნას ქართულ კომპანიებში. პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს შეუძლია მიიღოს დაფინანსება ინვესტირების განსახორციელებლად, შეიძინოს ახალი დანადგარები, მოაწყოს, გაარემონტოს ან ააშენოს საწარმო ან სასაწყობე შენობები, გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. რაც მთავარია, Cashback-ის სახით უკან დაიბრუნოს პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის 10%-15%. ვფიქრობთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, რათა გაძლიერდეს, გაზარდოს წარმოება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია რომ EU4Business-EBRD-ის საინვესტიციო ფინანსურ რესურსზე Cashback–ი გაიცემა ევროში. რაც შეეხება დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, ის 50 000-ლარიდან 3 000 000 ევრომდე თანხას (ეკვ. ლარში / ევროში / აშშ დოლარში) შეადგენს. დაფინანსების ოდენობა არის ინდივიდუალური და განისაზღვრება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით.
დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3cqdioY
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა