პრეზიდენტმა უგულავას, მერაბიშვილისა და ახალიას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველო, თბილისი - 09:41 | 30.09.2015
ნანახია: 1940

ნიუ-ორკში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი მაღალჩინოსნების, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალიას შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში გამოყენება არ მოხდება. „მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან მომენტს - შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე მანამდე ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ პრინციპებს. არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსში. შეწყალების მექანიზმი არ არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე