ლეონარდო დი კაპრიომ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო

საქართველო, თბილისი - 12:38 | 29.02.2016
ნანახია: 1603

ლოს-ანჯელესის „დოლბის“ თეატრში წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია – „ოსკარი“ გაიმართა. წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ლეონარდო დი კაპრიოს ფილმისთვის - The Revenant გადაეცა.

წლის მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარი Brie Larson-ს ფილმისთვის Room ერგო.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – მარკ რაილენსი, „ჯაშუშთა ხიდი“

საუკეთესო რეჟისორი – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, „გადარჩენილი”

საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „თავდაყირა“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ემი“

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – ენიო მორიკონე, „საძულველი რვა“

საუკეთესო საუნდტრეკი – სემ სმიტი, writings on the wall, “007:სპექტრი”

2 ოსკარის ტრიუმფატორი ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში ჯერ კიდევ შეგიძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე