2019 წლისთვის გადახდებს 5 მლრდ ადამიანი ტელეფონით განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 10:59 | 29.02.2016
ნანახია: 1399

2019 წლისთვის გადახდებს 5 მლრდ-მდე ადამიანი ტელეფონით განახორციელებს.

2014 წელს ტელეფონის საშუალებით გადახდები 689,99 მლნ-მა მომხმარებელმა აწარმოა. ანალიტიკოსების პროგნოზით მომდევნო წლებში მსგავს გადახდებს ზრდის ტენდენცია ექნება.

კონსალტინგული კომპანია Ovum-ის პროგნოზით, 2019 წლისთვის მობილური გადახდებით 4,77 მლრდ ადამიანი ისარგებლებს.

აღნიშნულ კვლევამდე კომპანიის წარმომადგენლები მობილური კომერციის სფეროსა და სმარტფონის მეშვეობით P2P-ი გადახდების ანალიზის შედეგად მივიდნენ.

პროგნოზის თანახმადვე, 2016 წლისთვის m-commerce-ის მაჩვენებელი 50,92 მლრდ დოლარიდან (2014 წელი) 693,36 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე