საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 16:20 | 07.08.2022
ნანახია: 374

"საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა დასანქცირდნენ ის პირები, რომლებსაც "ბინესურთერთობები აქვთ რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან".

"[სანქციები უნდა ამოქმედდეს] არამხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ აქციების პაკეტებს მსგავსი ტიპის კომპანიებში. ეს ობიექტურად ასეა, პირები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან მუშაობენ, უნდა გაირიცხონ ციილიზებული თანამეგობრობიდან, ჩამოერთვათ პრივილეგიები და ვერ შეძლონ მაგალითად თავისულად გადაადგილება ცივილიზებულ სამყაროში. ეს არის ჩვენი ჩვენი პოზიცია და ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ და ვამბობთ ივანიშვილთან დაკავშირებითაც", - თქვა პოდოლიაკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე