მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - მოლდოვა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 07.08.2022
ნანახია: 340

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავის ეხმიანება.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა, ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ დავგმეთ მაშინ და ვგმობთ ახლაც. მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე