ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება ევროპის ფორმატში, - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:29 | 30.09.2015
ნანახია: 1929

ნიუ იორკში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში იმყოფებოდა. მას შეხვედრაზე, რომელიც კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეკითხვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების გადაჭრის გზებსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე დაუსვეს.  

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის სამხედრო გზა. მისივე განმარტებით, არა იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლა უფრო დიდ პრობლემად იქცევა.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ვეუბნებით, რომ ჩვენ ვვითარდებით როგორც ევროპული ქვეყანა. ეს კი ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება ევროპის ფორმატში. ამ ეტაპზე ცხინვალის რეგიონში სიტუაცია გაუარესებულია. რუსები მავთულხლართებს აგებენ, რათა ხალხს კომუნიკაციაში შეუშალონ ხელი," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე