sos! შანტაჟი და მუქარა - "სოსო გოგაშვილი თუ არ შეწყვეტს ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამაზე საჯაროდ მომიწევს საუბარი"

საქართველო, თბილისი - 22:50 | 28.02.2016
ნანახია: 4703

მინდა გავაკეთო ერთი მნიშვნელოვანი განცხადება! ჩემთვის ცნობილი გახდა იმ პირის შესახებ რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მე და ჩემს მეგობრებს ფარულად გვიწერდა საუბრებს იმ დროინდელი პოლიციის ხოლო ეხლა კი "სუს"-ის მაღალჩინოსნის დავალებით!, ამის შესახებ "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განცხადებას ავრცელებს.
 
მისივე თქმით, დღმდე გრძელდება მისი და მისივე თანაგუნდელების დაშანტაჟება და მუქარა.
"დღეს ცდილობს ჩვენს დაშანტაჟებას და გვემუქრება, რომ თუ არ გავჩუმდები და არ დავტოვებ ქვეყანას ამ საუბრებს გაასაჯაროებს! ეს "სუსის" აგენტი და სოსო გოგაშვილი თუ არ შეწყვეტენ ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამაზე საჯაროდ მომიწევს საუბარი! ეს არის ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა - მე არავის მივცემ უფლებას მაშანტაჟონ! ვიმეორებ ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება!
ეხლა კი ვაცხადებ - იმ შემთხვევაში თუ ჩემს ან ჩემი მეგობრების სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე ან ვინმე ბინძური ძალოვანი მაღალჩინოსანი შეეცდება ჩვენს დაკავებას, ასე მაგალითად ჩაგვიდებენ იარაღს ან ნარკოტიკს ან მოგვიწყობენ პროვოკაციას, ყველამ იცოდეს რომ ყოველივე ამის უკან დგას სოსო გოგაშვილი და კალაძე ან და მათი ხელის ბიჭები, ყოველივე ასეთი ზეწოლა აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური დევნა!", - წერს ლადო სადღობელაშვილი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე