საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 21:22 | 29.09.2015
ნანახია: 1781

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა, - ირაკლი ღარიბაშვილმა ვალერი სტრელეცისგან მიწვევა დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე