მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი - თბილისის მერია სიმკაცრეს იჩენს

საქართველო, თბილისი - 17:12 | 26.02.2016
ნანახია: 1540

მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი, მოსახლეობის წინაშე  პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქალაქის  არჩეულ მერს და იმ გუნდს, რომელიც არის ქალაქის მერთან ერთად - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“  განაცხადა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.

„მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი, მოსახლეობის წინაშე  პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქალაქის  არჩეულ მერს და იმ გუნდს, რომელიც არის ქალაქის მერთან ერთად. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან წელს განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება სამუშაოების შესრულების ტემპთან დაკავშირებით. ზედამხედველობის სამსახური და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან ადგილზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მე, როგორც ქალაქის მერს,  მაქვს ოპერატიული ინფორმაცია. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ ხიდზე, კონკრეტულ გზის მონაკვეთზე, სადაც მოულოდნელად ჩატარდა შემოწმება, რამდენი ადამიანი მუშაობს, როგორია ტემპი და ა.შ.  ასევე  მყისიერ რეაგირებას ვახდენთ მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც“, -განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაცემულ საგარანტიო ვადების ცვლილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარანტიო ვადა სამ წლამდე გაიზარდა.

„როდესაც  ჩვენ მოვედით  ხელისუფლებაში, საგზაო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებითკონტრაქტებშიმხოლოდ ერთწლიანი გარანტია იდებოდა. თუ გზა გაფუჭდებოდა, ერთი წლის შემდეგ, ზიანიმუნიციპალიტეტს უნდა აენაზღაურებინა, უნდა დაექირავებინა ახალი კომპანია და მოეგვარებინა საკითხი. სახელშეკრულებოსაგარანტიო  ვადაჩვენ გავზარდეთ სამ წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ვალდებულია სამიწლის განმავლობაში მის მიერ შერულებულ საგზაო სამუშაოს შედეგად გაჩენილი დეფექტი აღმოფხვრას თავისი ხარჯებით.  შესაბამისად, კარგი გაგებით,ჩვენ იძულებული გავხადეთ ეს კომპანიები უფრო ხარისხიანად შეასრულონ სამუშაოები, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ არ მოუწიოთ დამატებით ხარჯის გაწევა“,-აღნიშნა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, მერია განსაკუთრებულ აქცენტს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე აკეთებს. მერმა აღნიშნა, რომ ხარისხიანად და ახლებური მიდგომით გაკეთდა  წყნეთი-ბაგების დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის გარშემო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი,თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი პანდუსი და ა.შ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე