ბათუმის მერია ქალაქში მოქმედ, სტომატოლოგიურ კლინიკებს ამოწმებს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 26.02.2016
ნანახია: 1291

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ქალაქში მოქმედ, სტომატოლოგიური კლინიკების ლაბორატორიულ შემოწმებას ახდენს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტერილობის შესამოწმებლად ხდება ინსტრუმენტებიდან სინჯების აღება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად გარკვეული ვადა მიეცემათ.
ბათუმში ამ დროისთვის 85 სტომატოლოგიური კაბინეტი მოქმედებს. ამ ეტაპზე 60 უკვე შემოწმებულია.

„დარღვევები ჯერ-ჯერობით არც ერთ ობიექტზე არ გამოვლენილა. სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება 10 დღეში დასრულდება.
მერია მსგავს შემოწმებას წელიწადში 2-ჯერ ახორციელებს», აცხადებენ ბათუმის მერიაში.

სტომატოლოგიური კაბინეტების გარდა, გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება რეგულარულად ახორციელებს მუნიციპალური სასადილოების, სკოლების, ბაღების, სავადმყოფოების, პოლიკლინიკების, სასტუმროების, სილამაზის სალონების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და საცურაო აუზების ლაბორატორიულ შემოწმებას.
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგის მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 84 ათას 653 ლარია გათვალისწინებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე