უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 10.07.2022
ნანახია: 334

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კახა გოგოლი დაიღუპა. 

კახა გოგოლი ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ადგილზე დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც.

ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.

სხვა დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე