ბათუმის საბავშვო ბაღების თანამშრომელებს ხელფასი არ გაეზრდებათ

საქართველო, თბილისი - 16:00 | 26.02.2016
ნანახია: 1308

ბათუმის საბავშვო ბაღების თანამშრომელებს ხელფასი არ გაეზრდებათ. აღნიშნულის მიზეზი კი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება და ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ პროექტის ჩაგდებაა.

როგორც ბათუმის საკრებულოში განმარტავენ, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი კირთაძის მიერ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ განკარგულების პროექტზე საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის შესახებ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე.

ამ საკითხზე ქალაქის მერის მიერ დასაბუთებული არგუმენტების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ განკარგულების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე