ნეპალის მთებში კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 26.02.2016
ნანახია: 1900

ნეპალის მთებში ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. Associated Press-ის ინფორმაციით შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მოხდა, თვითმფრინავის ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა. ჩამოვარდნამდე თვითმფრინავს ტექნიკური პორბლემები შეექმნა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, პილოტებმა მანევრის შესრულება ვერ მოახერხეს და თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას 23 ადამიანი დაიღუპა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე