ნათია ფანჯიკიძე: ბუკა დაჭრეს ლევანის საფლავზე

საქართველო, თბილისი - 14:42 | 26.02.2016
ნანახია: 3286

რაღაც ცუდი გრძნობა გამიჩნდა, - ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს, სადაც ის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრას ეხმაურება. 

„დღეს ბუკა პეტრიაშვილმა დაწერა, ლევან მიქელაძე რომ გაცოცხლდებოდეს, ყველაფერს მიწიერს დავთმობდიო. რაღაც ცუდი გრძნობა გამიჩნდა და მივწერე, დათმობა კი არაა სიყვარული, იდეების გაგრძელებაა-მეთქი. მერე ჩემი სიტყვების მიმართ გამიჩნდა ცუდი გრძნობა და წავშალე. ბუკა დაჭრეს ლევანის საფლავზე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"პრაიმნიუსჯორჯია" უცვლელად გთავაზობთ ბუკა პეტრიაშვილის სტატუსს. 

„დღეს ჩვენი ლევანის, ჩემი ლევანის დაბადების დღეა! ძლიერი, სამართლიანი, შეუპოვარი, მოსიყვარულე, მიმტევებელი, თავმდაბალი, ერთგული, ყურადღებიანი, მზრუნველი, მფარველი, შვილი, მშობელი, ნათლია და რა თქმა უნდა უმაგრესი ბაბუა! ძალიან ბევრი მინდა ხოლმე მოვყვე, ბევრი ფოტო მიყვარს მისი, მაგრამ დღეს ეს ფოტო იყოს - მისი ბედნიერების წყაროსთან, მის ლ'ალ'იკოსთან, ბელა მაfია თინიკოსთან და "გადამრევს ეს" მარიკასთან! გილოცავ ლევან! იმედია, ღმერთი ინებებს და შევხვდებით! მომენატრა შენი დაბადების დღე შენთან ერთად!“





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე