ფრანგ გოგონას მინისტრის სიყვარული არ აპატიეს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 26.02.2016
ნანახია: 1680

ფრანგმა პოლიციელებმა 29 წლის სტუდენტი გოგონა დააკავეს, რომელიც საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრს ემანუელ მაკრონს სასიყვარულო წერილებით მოსვენებას არ აძლევდა.

გოგონა რამდენიმე თვის განმავლობაში მინისტრს სასიყვარულო წერილებსა და ეროტიკული ხასიათის ფოტოსურათებს უგზავნიდა.

როგორც გაზეთი Midi Libre წერს, მინისტრი თავდაპირველად გზავნილებს ყურადღებას არ აქცევდა. მოგვიანებით კი როდესაც წერილების რაოდენობა გაიზარდა, შეწუხებულმა მაკრონმა შესაბამის სამსახურებს საჩივრით მიმართა.

სამართლადამცველებმა წერილების ავტორის ვინაობა სწრაფად დაადგინეს. ის ჟიუვინიაკის მცხოვრები აღმოჩნდა. გოგონას სახლიდან კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღეს, თვად ის კი ”ზიანისმომტანი წერილებით სხვების სიმშვიდის დარღვევისათვის” დააპატიმრეს.

”საუბარია ეროტიკული ხასიათის შეტყობინებებზე, ელექტრონულ წერილებზე, სადაც ის თავის ვნებებზე საუბრობდა. იქვე იყო მისი ფოტოსურათებიც , რომლის დეტალებსაც ვერ ჩავუღრმავდებით”, - განუცხადა გამოცემას სამართლადამცავი ორგანოს წრმომადგენელმა.

გოგონას შესაძლოა ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად სტუდენტ გოგონას შესაძლოა 15 ათას ევროიანი ჯარიმა და ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე