ოთარ დანელია მარსელში სოფლის მეურნეობის გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო, თბილისი - 13:00 | 26.02.2016 ნანახია: 1282საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ოთარ დანელია მარსელში, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში სოფლის მეურნეობის გამოფენის გახსნას დაესწრო, სადაც ქართული ღვინის კულტურის შესახებ მუდმივმოქმედი კუთხე იქნება წარმოდგენილი. გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზეა, მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას.
ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიციები უძველესი დროიდან სოფლის მეურნეობის განვითარების ეტაპებს ასახავს. ქართულ სტენდზე ტრადიციულ საღვინე ჭურჭელთან ერთად, ქართული მარნის ატრიბუტები - ქვევრი, სარცხი, ორშიმო, ისტორიული არტეფაქტები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის წარმოდგენილი. აღნიშნულ მუზეუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების (სოფლის მეურნეობა, კულტურა, რელიგია და ა.შ) დარბაზებს აერთიანებს, ყოველდღიურად 20 ათსამდე ვიზიტორი სტუმრობს. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ცივილიზაციის მუზეუმში გამოფენების გარდა სემინარები, ფორუმები და კოლოქვიუმებიც იმართება.
მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
გამოფენის გახსნაზე მუზეუმის პრეზიდენტმა, მარსელის ვიცე-მერმა ჟან ფრანსუა შუნიემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში საქართველო წარმოდგენილი იყოს, როგორც ამ ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას. საქართველოში მეღვინეობა არსებობისა და განვითარების 8 ათასწლიან უწყვეტ ტრადიციას ითვლის. ქვევრში ღვინის დაყენების ქართული, ტრადიციული წესი კი, უნიკალურია მსოფლიოში და 2013 წლიდან შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. აღნიშნული გამოფენა, რომელიც შემეცნებითი ხასიათისაა, ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოება გაეცნოს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
გამოფენის გახსნას მუზეუმის პრეზიდენტი, მარსელის ვიცე-მერი ჟან ფრანსუა შუნიე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებონენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა