ბათუმში მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს დაუპრისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 16:29 | 30.06.2022
ნანახია: 283

"ქართულმა ოცნების" მხარდამჭერები სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს ბათუმშიც დაუპირისპირდნენ.

გიგა მაქარაშვილი, ირმა გორდელაძე და სხვა სამოქალაქო აქტივისტები, კამპანიის "შინ ევროპისკენ" ფარგლებში ფლაერებს არიგებდნენ და მოსახლეობას უხსნიდნენ, რამდენად აუცილებელია ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, რა დროსაც მათ მმართველი გუნდის აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ოცნების" მხარდამჭერები აგრესიულად იყვნენ განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართაც.

შეურაცხყოფის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები პროვოკაციებს არ წამოეგნენ და შეხვედრები გააგრძელეს.

მოძროაბის "შინ ევროპისკენ" ინფორმაციით, დაპირსპირებები მოხდა სხვა ქალაქებშიც. "თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე თბილისში სტუდეტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან", - ნათქვამია მოძროაბის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე