დავით ზალკალიანი შეხვედრებს თეთრი სახლის წარმომადგენლებთან მართავს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 26.02.2016
ნანახია: 1385

25-26 თებერვალს მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში. 

25 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილესთან საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ტრეისი ან ჯაკობსონთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.მხარეები შეთანხმდნენ ქმედებების კოორდინაციაზე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის დირექტორთან, ვიქტორია ტეილორთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის პოლიტიკას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით.     

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენ უოლაკს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივენ ნიქსს. განხილულ იქნა საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული რეფორმები. საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის გაგზავნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე