იტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიიღო

საქართველო, თბილისი - 12:15 | 26.02.2016
ნანახია: 2257

მორიგი სადებატო დღის შემდეგ იტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტის ტექსტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 173-მა სენატორმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 71-მა მისცა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი ამ დღეს სიყვარულის გამარჯვებად მიიჩნევს. ”ეს დღე საკანონმდებლო ორგანოს მატიანესა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება. მე ვკითხულობ ბევრ კრიტიკას, ბრალდებას, შეურაცხყოფას. მთელი გულით პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ იტალიის ბევრი მოქალაქე დღეს თავს მარტოსულად არ იგრძნობს. იმედმა გაიმარჯვა შიშზე. დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაიმარჯვა სიმამაცემ, გაიმარჯვა სიყვარულმა”, - განაცხადა რენციმ.
დემოკრატიული პარტიისა და ”ახალი მემარჯვენე ცენტრის” მოლაპარაკების შედეგად კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაში მყოფ პირებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებას არ მისცემს. ლგბტ თემის წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ მათ შვილების ყოლის შესაძლებლობა არ ექნებათ, რასაც რომში 5 მარტს დაგეგმილი აქციით გააპროტესტებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე