სექსს შეუძლია უფრო ჭკვიანი გაგხადოთ

საქართველო, თბილისი - 17:16 | 29.09.2015
ნანახია: 2118

დადგენილია კავშირი სექსსა და ინტელექტს შორის. გასაკვირი არ არის, რომ ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებები, როგორებიც არიან მოცარტი, ეინშტეინი და ჯონ კენედი, სექსის დიდი მოყვარულები იყვნენ.

მეცნიერებმა მელბურნიდან აღმოაჩინეს, რომ სექსი ეხმარება გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ზრდის ჰიპლოკამში (ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია გრძელვადიან მოგონებებზე) ნეირონის გამომუშავებას. მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვირთხებს სექსის დროს გაუჩნდათ კოგნიტური და ჰიპოკამპის ფუნქციის გაუმჯობესების ნიშნები.

სხვა კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა სეულში კონკუკის უნივერსიტეტში, ცნობილი გახდა, რომ სექსუალური ხასიათის საქმიანობაში მონაწილეობას შეუძლია დააბალანსოს ქრონიკული სტრესის შედეგი.

ასევე, ცნობილია, რომ სექსი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, წვავს კალორიას და ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამცირებს არტერიულ წნევას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე