„გიცხადებთ ომს, ვიწყებთ შენი ბიზნესების მხილებას! შეჭამე საქართველო! - სადღობელაშვილი კალაძის წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 11:47 | 26.02.2016
ნანახია: 2307

„იცით რა ხდება ” ოცნებაში”?! კალაძეს პარადია! პარადნოი კი მისი ნათესავები ზოგი უდიპლომო ზოგი უქნარა და ზოგი კრიმინალი“, - ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადი სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„მე ვესაუბრე ახალგაზრდებს რომლებმაც 4 წელი ოფლი ღვარა და შეაკვდა ნაციონალებს და რა მიიღეს - მოვიდა კალაძეს სანათესაო და ჰაიდაპაშოლ!!!
თვითონ კალაძე კი დაეპატრონა ნაცების ბიზნეს მათ შორის ძმები შარანგიების ”ენერგო პრო ჯორჯიას” და აგერ ტოპ 50 -ში ყველაზე იმიჯნოი და სტილიაგა მაჩოს ელფერით იწონებს თავს! 
ნარცისი და დოლჩეგაბანას საცვლების სახე იყავი და დარჩები სულ! 
ჩვენ კი ”თავისუფალი თაობა” გიცხადებთ ომს და ვიწყებთ შენი ბიზნესების მხილებას! შეჭამე საქართველო! ნაცების გზის გამგრძელებელი! ნაცების და კრიმინალების შნირო!
ამდენ ხანს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო ვიკავებდით თავს თუმცა როგორც ვატყობთ ზღვარს გადახვედი!
ps შენ დაანგრიე ყველა იდეალი იმისა თუ რატომ გქომაგობდათ საქართველო ”ოცნებას” შენ ბოლო მოუღე ღარიბაშვილს და ეხლა ფრთებგაშლილი დაებატონე ყველაფერს! ვერ მოგართვით!!! შენ ჩვენი ოცნება არ ხარ!“, - წერს სადღობელაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე