სირიის არმიამ სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 26.02.2016
ნანახია: 1647

სირიის სამთავრობო ჯარებმა ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მიერ დაკავებული ქალაქი ხასნერი დაიბრუნეს. ქალაქი ალეპოსკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე მდებარეობს. სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში სასტიკი ბრძოლები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, არმიას ავიაცია და არტილერია ეხმარეობდა. ხასნერსა და ალეპოს შორის გზა ჯერ გახსნილი არ არის, რადგან სამხედროები მებრძოელბის კონტრშეტავას უფრთხიან.

ასრია-ხანსერი-ალეპოს შემოვლითი გზა ერეთადერთია ალოპოში სირიელ სამხედროებთან დასაკავშირებლად. ამ დროისათვის აქ არმიის მასშტაბური იერიში გრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე