ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 27.06.2022
ნანახია: 246

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში შესვლისას უკვე გარდაცვლილი იყო. დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ჩატარდა საკეისრო კვეთა. ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ 2 ბავშვი საავადმყოფოში რჩება. მათ შორის ერთი, 8 წლის ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ის მძიმე შოკურ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა.

მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე