2015 წელს, მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 43 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 26.02.2016
ნანახია: 3042

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 43 %-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საუბარია კომპანია Facebook -ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „State of Connectivity 2015: A Report on Global Internet Access“.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წლის ბოლოს 3,2 მლრდ ადამიანს ქონდა წვდომა ინტერნეტთან. 2014 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი - 2,9 მლრდ-ს შეადგენდა, შესაბამისად ზრდა 43 %-ის დონეზე დაფიქსირდა.

Facebook-ის შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად 200-300 მლნ-ით იზრდებოდა.

მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლებისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4,1 მლრდ მოსახლეობა ისევ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე