საქართველოს დსთ-თან საგარეო ვაჭრონა 23 %-ით შეუმცირდა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 21.09.2015
ნანახია: 4144

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 1791 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 556 მლნ. აშშ დოლარი (45 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1235 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- აგვისტოში  შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში 9 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე