Boeing-მა Boeing 737-ის სატვირთო ვერსიის აწყობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:16 | 26.02.2016
ნანახია: 1484

ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა მიიღო შეკვეთა, რომლის მიხედვითაც სამგზავრო ავიალაინერის Boeing 737NG-ის სატვირთო ვერსია, ანუ 737-800BCF-ი უნდა ააწყოს. საუბარია 30 ერთეულ სატვირთო ავიალაინერის მშენებლობაზე. როგორც ირკვევა აბრევიატურა BCF იშიფრება, როგორც Boeing Converted Freighter.

უნდა აღინიშნოს, რომ კორპორაციას მსგავსი კიდევ 25 მსგავსი ავიალაინერის აწყობაზე უკვე ქონდა შეკვეთა.

ცნობილია, რომ Boeing 737-800BCF-ს დაახლოებით 3700 კმ-ზე 23,9 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლება.

Boeing-ის შეფასებით, მის მიერ წარმოებული სატვირთო ხომალდები რეგიონალური მასშტაბით თავის ნიშას აუცილებლად დაიკავებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე