გარდაცვლილი პოლიციელის დედას პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

საქართველო, თბილისი - 18:18 | 25.02.2016
ნანახია: 1733

გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის დედას ანა აზნაურაშვილს,  პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

როგორც „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს,  ანაზღაურების თანხა სიმბოლურად 1 ლარს შეადგენს.

ანა აზნაურაშვილის თქმით, მასურაშვილის მკვლელის ციხიდან დროზე ადრე გათავისუფლებით, პოლიციელის ოჯახს მორალური ზიანი მიადგა.

შეგახსნებთ, რომ პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი 2011 წლის მაისში, საპროტესტო აქციების დროს გარდაიცვალა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე