კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 17:54 | 25.02.2016
ნანახია: 1370

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 176.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით შემცირდა) და 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 129.6 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 305.7 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.4 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის (5.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 8.5 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის იანვრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 128.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.23 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით შემცირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე