ბათუმის საკრებულო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენაზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 17:49 | 25.02.2016
ნანახია: 1596

ბათუმის საკრებულო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენაზე იმსჯელებს. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, საკრებულოს მიერ მიწის ნორმატიული ფასი, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, წელიწადში ერთხელ დგინდება.

სწორედ ამიტომ, 26 თებერვალს საკრებულო ქალაქ ბათუმში ზონირების ტექსტური და გრაფიკული ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ახალი ფასის დადგენაზე გადაწყვეტილებას მიირებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე