ბათუმის ბიუჯეტიდან სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესაძენად 280 ათასი ლარი გამოიყოფა

საქართველო, თბილისი - 17:43 | 25.02.2016
ნანახია: 1866

ბათუმის მთავრობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს შეიძენს. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, 26 თებერვლის ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე იქნება მსჯელობა.

 მერიის ინფორმაციით, შპს ,,ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის“ 4 ერთეული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შეძენის მიზნით ბიუჯეტიდან 280000 ლარი გამოიყოფა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე