შოტლანდიაში შექმნეს ტყვიაგაუმტარი ავეჯი, რომელიც ადამიანებს ტერაქტებისას დაიცავს

საქართველო, თბილისი - 16:49 | 25.02.2016
ნანახია: 1801

შოტლანდიურმა ფირმამ Osdin Shield-მა ტყვიაგაუმტარი ავეჯის კოლექცია წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ავეჯი ტერაქტების დროს დანაკარგის მინიმიზაციის საშუალებას იძლევა, რადგან თავდასხმებისას ადამიანებს შეუძლიათ თავი ავეჯს შეაფარონ.

როგორც ”ბი ბი სი” იტყობინება, კოლექცია შედგება დივნებისა და სავარძლებისგან, რომელსაც თვალით შეუმჩნეველი ჯავშანის ფირფიტები აქვს დამაგრებული. ჯავშანი ავეჯის კომფორტსა და იერსახეს ზიანს არ აყენებს. კომპანია ამტკიცებს, რომ ჯავშანი ადამიანს ტყვიებისგან გარანტირებულად დაიცავს.

როგორც Osdin Shield-ში განმარტავენ, შენობებში მომხდარი თავდასხმებისას ადამიანები თავს ნებისმიერ ავეჯს აფარებენ, კომპანია იმედოვნებს, რომ მისი პროდუქციით დაინტერესდებიან ბარები, რესტორნები, სასტუმრობი, თეატრები და თავშეყრის სხვა ადგილები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე