ხვალ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან

საქართველო, თბილისი - 19:15 | 29.09.2015
ნანახია: 2099

ხვალ, 30 სექტემბერს, 10:00 საათზე, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე