უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატომ საქართველოსა და მაკედონიისთვის კარი ღია უნდა დატოვოს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 25.02.2016
ნანახია: 2007

ნატოს ხელმძღვანელობამ ალიანსის გაფართოება უნდა განაგრძოს, სხვაგვარად მის მიმართ ნდობა შეირყევა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა.

”თუ ნატო გაფართოების პროცესს არ განაგრძობს, ეს ალიანსისადმი ნდობის შერყევას გამოიწვევს”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ალიანსმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები იმისათვის, რომ თავის შემადგენლობაში მონტენეგროს მიღების პროცედურა დაასრულოს და საქართველოსა და მაკედონიისთვის კარი ღია დატოვოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე