დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:58 | 25.02.2016 ნანახია: 1553თბილისის მერი დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
განიხილეს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქის ხელმძღვანელობის გეგმები, ასევე წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროექტები და პროგრამები იყო.
„ვისაუბრეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით იყო გარკვეული საკითხები, რაც აინტერესებს წარმომადგენლობას, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ საგრანტო კომპონენტის გამოყოფაზე. ასევე ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის მდგრად განვითარებასთან, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებზე და სამომავლო პროექტებზე, ასევე, დედაქალაქის მერიის ჩართულობაზე ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რაშიც ჩვენ ტრადიციულად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურება.
„თანამშრომლობაევროკავშირსადასაქართველოს, ასევე, თბილისს შორის, ძალიან მჭიდრო და მრავალმხრივია. განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა დედაქალაქში, წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხები. აღნიშნული საკითხები საბოლოოდ ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარება, იქნება ეს საცობები თუ სხვა, ვერ მოხდება ერთდ ღეში, მაგრამ საჭიროა ხანგრძლივი, ინტენსიური და კომპლექსური მუშაობა, რომელიც დრო და დრო დადებით შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა