თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
საქართველო, თბილისი - 13:52 | 25.02.2016 ნანახია: 1698საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გერმანიაში ქართული ქვედანაყოფი მოინახულა, რომელიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ემზადება. გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს შეიარაღებული ძალების 52-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. სამხედრო ბაზა თავდაცვის მინისტრმადელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრაქტიკულ სწავლებებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების დონემ დადებითი შეფასება მიიღო სწავლების ხელმძღვანელობისგან. „ჩვეულებრივი დღეა, ყველა იმ სცენარით, ყველა იმ გათამაშებით, რომელიც მათი ყოველდღიური წვრთნის ნაწილია. ყველა უკლებლივ, ვისაც ჩვენ აქ ვხვდებით - ხელმძღვანელები, გენერლები, კმაყოფილები არიან ჩვენი ბატალიონის მომზადების დონით. მხოლოდ წარმატებები შეგვიძლია ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. ერთ თვეში ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და შემდეგ უკვე გაემგზავრებიან მისიის შესასრულებლად,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
“ძალიან კმაყოფილი ვარ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ კარგად ართმევს ქართული ბატალიონი თავს ამ რთულ სწავლებას. ისინი შესანიშნავად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და ზოგჯერ მოლოდინსაც აჭარბებენ. დარწმუნებული ვარ, ქართველი სამხედროები ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად,“ - განაცხადა ქართული ბატალიონის მეკავშირე ოფიცერმა, მაიორმა რობინ დანიელსმა.
გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბაზა ჰოჰენფელსში ერთთვიანი დასკვნითი შეფასების შემდეგ კი, 52-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს უფლება მიეცემა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავროს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა