საქართველოს ბანკის TSKAPP აპლიკაცია - უკონტაქტო გადახდა მობილურით

საქართველო, თბილისი - 13:05 | 25.02.2016
ნანახია: 1791

საქართველოს ბანკმა MasterCard-ის გადახდის ინოვაციური მეთოდი დანერგა.

1 მარტიდან, გადახდა შესაძლებელი იქნება პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. ამისათვის, საკმარისია რომ მომხმარებელმა ანდროიდის სისტემის მობილურში ჩამოტვირთოს TSKAPP აპლიკაცია. აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Google Play Store-იდან და www.tskapp.ge -დან.

TSKAPP აპლიკაციის მობილურში ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი შენაძენის და მომსახურების საფასურის გადახდას პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელი უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის ან ექსპრეს ბანკის მინიმუმ ერთ აქტიურ MasterCard-ის ბარათს და მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომელსაც იყენებს ინტერნეტბანკში ან მობილბანკში. იმ მომხმარებელს, ვისაც ჯერ არ აქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს. სახელის და პაროლის მიღება, ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე