ჩეხეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 25.02.2016
ნანახია: 2278

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაადასტურა. ეს ჩეხეთში დაავადების გამოვლენის პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა სვატოპლუკ ნემეჩეკმა განუცხადა. დაავადებულების შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ზიკას ვირუსი ადამიანს კოღოს ნაკბენის შედეგად გადაეცემა. ვირუსი ზრდასრულებში არ იწვევს სიკვდილიანობას და დაინფიცირებულ ადამიანებში მას გართულებები არ მოჰყვება. ერთადერთი იშვიათი გართულება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც დამბლის გამოწვევა შეუძლია. ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსულებისთვის წარმოადგენს. იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახს დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკამ შესაძლოა ბავშვებში მიკროცეფალია გამოიწვიოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე