გარემოს დაცვის სამინისტროში, ჰიდროენერგო პროექტების გარემოზე კუმულატიური ზემოქმედების შეფასების სფეროში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 25.02.2016
ნანახია: 1469

„ევროკავშირთან მიახლოება ჰიდროენერგო პროექტების გარემოზე კუმულატიური ზემოქმედების შეფასების სფეროში“ - პროექტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმართა.

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში ჰიდროენერგო პროექტების კუმულატიური ზემოქმედების გააზრებული შეფასება. აქტივობები გათვალისწინებულია პრაქტიკულ სამუშაოებსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

სემინარში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომამდგენლებმა მიიღეს.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე