გაერომ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ჩაიტანა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 25.02.2016
ნანახია: 1582

გაეროს ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია ჩაიტანა. ქალაქის უმეტეს ნაწილს ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები აკონტროლებენ. გაეროს მონაცემებით, 200 ათასამდე მცხოვრები სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის და შიმშილის პირას იმყოფება.

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელის სტივენ ობრაიენის თქმით, ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც სირიის სამთავრობო არმიის მიერ კონტროლდება, 21 ტონა პირველადი საჭიროების ნივთები თვითმფრინავიდან ჩაყარეს.

წინასწარი მონაცემებით, ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია. ამის შესახებ ობრაიენს სირიის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლებმაც დაუდასტურეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე