სანქტ-პეტერბურგთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 25.02.2016
ნანახია: 1540

სანქტ-პეტერბურგთან კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულია პილოტი. რუსული მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენმა კატასტროფა პეტერბურგიდან 60 კმ-ის დაშორებით დასახლებულ რაიონში განიცადა.

პილოტის გარდა ვერტმფრენის ბორტზე ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები დაუდგენელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე