21 მუნიციპალიტეტში 60–ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოიყოფა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 25.02.2016
ნანახია: 1463

21 მუნიციპალიტეტში 60–ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოიყოფა,–აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

პრემიერის განმარტებით, სულ მალე 8000–მდე აბონენტი ბუნებრივი აირს მიიღებს.

„საქმე ეხება, ისეთი სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი...ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000–მდე აბონენს ექნება ბუნებრივი აირი,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს სამ პროექტს–პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსედება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი  პოტენციალი  გააჩნია, ხოლო  ტურიზმი ქვეყნის ერთ–ერთი სტრატეგიული დარგია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე