საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი ისტორიული 14 მედლით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 19:12 | 05.06.2022
ნანახია: 593

თბილისში დასრულდა გრანდ სლემი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე 5 ოქროს , 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

შეჯიბრზე ბოლო მედლები მძიმეწონოსნებმა გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა აიღეს.

დღეს ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ოქროს მედლის მფლობელები ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) გახდნენ, ვერცხლი გიორგი ბერიაშვილმა(100კგ), ბრინჯაო კი სოფიო სომხიშვილმა მოიპოვა (+78კგ).

ფოტო: europop.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე